|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი

ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი. გამოფენაში 300 ქვეყანა მონაწილეობს.

Weinmesee Berlin-ზე წარმოდგენილია მეღვინეობა "მახარე", "საზანოს ღვინო", "ბაიას ღვინო", "ზაალ ლილუშვილის მარანი", მეღვინეობა "ფერსვი", "თეიმურაზ ჭრელაშვილის ღვინო" "ბესიკ წიქორიძე ნინოს მარანი" და "გაიოზ სოფრომაძის ღვინო".

იმერელი მეღვინეების მონაწილეობა გამოფენაში DMO Imereti- ს ორგანიზებით შედგა.

DMO Imereti-ის ორგანიზებით ღვინის კომპანიები იმერეთის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებში მონაწილეობენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა