|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიბლიოთეკის გამგის უჩვეულო სამყარო

ბელა უჩაძე ქუთაისელი პოეტია, რომელიც ამავე დროს 2008 წლიდან მუშაობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის N13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის გამგედ. უჩაძე თავის საქმეს ხელოვნებასაც უთავსებს და დაცლილი სუნამოს ფლაკონებისგან, უკვე ერთი წელია,  ლარნაკებს აკეთებს.

- როდის დაიწყეთ ლარნაკების შექმნა?

 -არ არის დიდი დრო გასული, თითქმის ერთი წელია, რაც დაცლილი ფლაკონებისგან ლარნაკებს ვქმნი, მართალია ეს საქმე ჯერ ხელოვნების დონემდე ვერ ავიყვანე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ წარმოსახვა რეალობად ვაქციო.

-რამდენი ლარნაკის შექმნა მოახერხეთ ამ დროის განმავლობაში და ხომ არ აპირებთ გამოფენის  მოწყობას ?

- თითქმის ორმოცამდე  ლარნაკი მაქვს. როცა მათი რიცხვი ასის ტოლი იქნება, ვფიქრობ, გავაკეთო გამოფენა, რომლის სახელიც უკვე ვიცი. ძალიან მინდა  მას „მინის საცნობარი“ დავარქვა.

-მხოლოდ გამოფენის გაკეთებას აპირებთ თუ გაყიდვასაც გეგმავ?

- არ ვიცი გავყიდი, თუ არა, თუმცა მეგობრებს აუცილებად ვაჩუქებ ჩემს ნამუშევრებს.

- მხოლოდ სუნამოს  ფლაკონებით შემოიფარგლებით თუ კიდევ არის რამე ნივთები რომლებსაც  დანიშნულებას უცვლი?

-თითქმის ერთი წელია არცერთ დაზიანებულ საოჯახო ნივთს არ ვაგდებ. ვცდილობ  მათგან შევქმნა რამე ლამაზი. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ გატეხილი ნივთები ჩემთან უნდა მოიტანონ, ბევრი ნივთი დამიგროვდა და მათ დანიშნულებას ყოველთვის გამოვუნახავ.

- რა ასალა იყენებთ დამატებით თქვენი ნამუშევრებისთვის და რა დანიშნულებით იყენებთ უკვე დასრულებულ ნამუშევარს?

- ყველაფერს ვიყენებ, რაც შეიძლება მოუხდეს ნაშრომს. რაც შეეხება დასრულებულ ვარიანტს, მასში ხის ლამაზ ტოტებსა და ყვავილებს ვდებ, ასევე ჰერბარიუმსაც ვათავსებ,  რაც ძალიან ლამაზია.

 - თქვენ,  როგორც ვიცი წერთ კიდეც...

-არ მიყვარს ამაზე საუბარი, ზოგადად,  ლაპარაკს მირჩევნია დავწერო...

-ბიბლიოთეკის გამგე ხართ, მოგწონს ის საქმე რასაც აკეთებთ?

-ჩვენი ბიბლიოთეკა ქალაქში სიდიდით მეორე მუნიციპალიტეტში - ვაკისუბანში მდებარეობს და ვფიქრობ, მას მუნიციპალიტეტის კულტურული ცენტრის ფუნქციაც აქვს. ძალიან მომწონს ის საქმე, რასაც ჩემი ბიბლიოთეკა აკეთებს.
ჩვენ უკვე მესამე წელია ვატარებთ კონკურსს „წიგნი ობიექტივიდან“ და ჩვენი ფოტოკონკურსი საერთაშორისო სივრცეში გავიდა.   სამ საპრიზო ადგილზე გასული გამარჯვებულები   დავაჯილდოვეთ  ფულადი პრემიით,  რაც იმერეთში ერთადერთი შემთხვევაა,   როცა ბიბლიოთეკამ ფულადი ჯილდო გასცა.

 

 

  •     

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა