|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიტკოინი 10 წლისაა - კრიპტოვალუტის დაბადების დღე საქართველოშიც აღნიშნეს

10 წელი პირველი კრიპტოვალუტის დაბადებიდან - ბიტკოინის საიუბილეო თარიღი საქართველოშიც აღნიშნეს. ვირტუალური ფულის ათწლიან ისტორიას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. 

გამომსველებს შორის ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ coinmania.shop-ის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტიგიორგი შერვაშიძე, კრიპტოევანგელისტი, coinmania.exchange-ის თანადამფუძნებელი ზურაბ კერძევაძე, ​საქართველოს მაინერთა ასოციაციის წევრი, კრიპტოინვესტორი და მრჩეველი, საქართველოს ბიტკოინის საელჩოს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე, ლუნა გრუპის თანადამფუძნებელი გიორგი სალია და სხვები. 

კონფერენციის მეორე დღეს კრიპტოსამყაროს წარმომადგენლებმა გლდანში მდებარე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოინახულეს და ქართველი მაინერების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.

ცნობისთვის, ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის გამოგონება სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს უკავშირდება. გამოგონების შესახებ საჯარო განცხადება ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად სატოში ნაკამოტომ 2008 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ხოლო 2009 წლიდან კი კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა P2P პრინციპზეა აგებული, რაც მთავარი სერვერის გვერდის ავლით, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე,  კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. ტრანზაქციები ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში მოწმდება და საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში ინახება, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება.

ბიტკოინი შეიძლება სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე გადაიცვალოს. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული.

ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი არის ბიტკოინის მომხმარებელი (წყარო: ვიკიპედია)



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა