"აიპები და შპს- ები "ოცნებისთვის" საჭირო ადამიანთა დასაქმების ადვილი გზაა"
ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ბიუროკრატიული ხარჯებზე, რაც ქართული ოცნების აქტივისტებისა და მხარდაჭერების დასაქმებას უკავშირდება- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი მერაბ მეშველიანი.
"ოცნების ხელისუფლება ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომ საგრძნობლად გაზარდა მათ დაქვემდებარებულ სამსახურებში, აიპებსა და შპს-ებში თანამშრომელთა რაოდენობა, ეს ძირითადად უკავშირდება პარტიული აქტივის, წინასაარჩვენო პერიოდში, თუ მას შემდეგ გაჩენილი ვალდებულებების მქონე პირების და პარტიულ ლიდერების საახლობლო წრესთან დაკავშირებულ პიროვნებების დასაქმებიას. აიპები და შპს-ები პარტიისათვის საჭირო ადამიანთა დასაქმების ადვილი გზაა, რადგან აქ დანიშვნები არ ხდება საჯაროდ, კონკურსის ან სხვა პროცედურის გავლით, შესაბამისად შპს-ში და აიპებში კონკრეტულ ადგილებზე დასანიშნად არ არის საჭირო კონკურსები და სხვა კანონით დადგენილი პროცედურები, აქ საჭიროა პარტიული რეკომენდაცია, (იქ სადაც კანონით დადგენილი წესით უნდა ხდებოდეს დანიშვნები, იქაც ეს პროცესი მოჩვენებით ხასიათად აქციეს) , ჩვენი კვლევებით დგინდება, რომ გაზრდილია შტატები, ასევე შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, თანამშრომელთა შორის ხშირია დუბლირებული ფუნქციები. ჩვენი კვლელებით დასტურდებოდა და სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესაბამისადაც დგინდება, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული არის ბიუროკრატიული ხარჯებისათვის, რაც მნიშვნელოვნად გამოწვეულია პარტიულ აქტივისტთა, ოცნების მხარდაჭერთა დანიშვნა- დასაქმებიდან გამომდინარე"-აცხადებს მერაბ მეშველიანი. .
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასაკვნის შესაბამისადაც 2019 წელს, 9 თვის მონაცემებით თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის ბიუჯეტიდან გაიცა 32 600 000 ლარი , რაც ბიუჯეტის 55% მდე ადის, ასევე ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა ხელფასებისათის გაიცა 2 800 000 ლარი.
ქუთაისის მერიაში ოცამდე ააიპი და შპს-ა, სადაც 5 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
ავტორი: ნიუპრესი