ქუთაისის მერიამ ოთხ თვეში 589 791 ლარის ქონება გაყიდა
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს 17 ობიექტის პრივატიზება მოახდინა. აქედან მხოლოდ ერთია შენობა-ნაგებობა. დანარჩენი მიწის ნაკვეთს წარმოადგენს. საშუალო მაჩვენებლით, თვეში დაახლოებით, ოთხი ობიექტის პრივატიზება მოხდა. მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აპრილის მონაცემებით ბიუჯეტში 589, 791 ლარი შევიდა, რაც გეგმის 23, 5%-ია. შენობა ნაგებობის ღირებულებამ 357 549 ლარი შეადგინა, მიწის ნაკვეთთა ღირებულება 229 242 ლარია.
2018 წელს ბიუჯეტში პრივატიზებიდან 2 500 000 ლარია გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ მიწაზე გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით მერიამ ზონების მიხედვით მიწის ფასი გაზარდა. ცვლილება დაახლოებით 7%-ია.
პირველ ზონაში მიწის ახალი ფასი კვ. მეტრზე 190 ლარით განისაზღვრა, მეორე ზონაში 123 ლარი და მესამე ზონაში 68 ლარია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი