|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

Black Sea Arena-ს კრისტინა აგილერა გახსნის

Black Sea Arena 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან tkt.ge-ზე გაიყიდება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ ისაუბრა. პრესკონფერენციას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც ესწრება.

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.

აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, Black Sea Arena, რომლის  მშენებლობაში ფონდმა "ქართუმ" 200 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, სახელმწიფოს გადაეცა. 

Black Sea Arena-ს პროქტის  განხორციელება, ფონდი "ქართუს" განცხადებით,   რამდენიმე მიზანს უკავშირდება. მათ შორის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკონომიკის და ინვესტიციების წახალისებას, კომპლექსი გათვლილია 10 000-მდე მაყურებელზე და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აუდიო და განათების სისტემებით. დარბაზს გააჩნია მოძრავი სახურავი დაუნიკალური, მოძრავი, ღამით მანათებელი ლამელები. 

ევროპული დონის ხარისხის უმაღლესი სტანდარტები დაცულია  საკონცერტო დარბაზის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებშიც.  ტექნოლოგიების, ხარისხის და უსაფრთხოების სისტემების ერთობლიობით Black Sea Aerena სანიმუშო ობიექტია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონალურიმასშტაბით. დარბაზი დააპროექტა გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ასოციაცია “ატუ” და კომპანია “ელიტა ბურჯი.”

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა