|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 350, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 104, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი -115, კახეთი - 92, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 289 საიდანაც:

6 708 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 640, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 415.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში - 677, აჭარაში - 128, იმერეთში - 510. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 42, იმერეთში - 38.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა