|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფოტო ხაფანგში კეთილშობილი ირემი მოხვდა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჩვენმა ფოტო ხაფანგმა კეთილშობილი ირემი აღბეჭდა, -ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

კეთილშობილი ირემი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა, რომელიც განუსაზღვრელი ვადით “წითელ წიგნშია” შეტანილი.

 ირმის ამ სახეობის სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ, რქიანი მხოლოდ ხარია. კეთილშობილი ირმის  ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ.  დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს. 

 

ავტორი: ნიუპრესი