|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის 4 000 ჰექტარით გაფართოვდება

ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის 4 000 ჰექტარით გაფართოვდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"ხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია დერეფნების შექმნისთვის კავკასიური ირმის, კეთილშობილი ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად",- აღნიშნა პრემიერმა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი ადიგენის მუნიციპალიტეტში გაფართოვდება და მისი ფართობი 60 ათასიდან 65 ათასი ჰექტარამდე გაიზრდება.

2020 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მთლიანობაში 100 000 ჰექტარით გაიზრდება.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა