|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

”ბორჯღალოსნები" იაპონიის გუნდთან დამარცხდნენ [VIDEO]

ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი ტაიმი ”ბორჯღალოსნების” გამარჯვებით (12:8) დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები 10:20 დამარცხდნენ. ქართველი მორაგბეებიდან ლელო ვიტო კოლელიშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და ბექა ბიწაძემ დადეს, დანარჩენი ქულები კი 2 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი საქართველო გამარჯვების შემთხვევაში მეათე ადგილზე გადადიოდა.
”ბორჯღალოსნები” შემდეგ ტესტ-მატჩს სამოას წინააღდმდეგ, 19 ნოემბერს, თბილისში გამართავენ, 26-ში კი, სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია რომ, მატჩის დაწყებამდე, პარიზიდან ჩამოსულმა ქართველმა მეცოსოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა, საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშზე  დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა