|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბორჯღალოსნებმა" ტონგას ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე c ჯგუფის  პირველი შეხვედრა 17:10 დაასრულა.  „ბორჯღალოსნები“  ტონგას ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
მატჩი გლოსტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" გაიმართა.

.საქართველოს ნაკრებიდან ქულები მერაბ კვირიკაშვილმა (ორი გარდასახვა, ერთი ჯარიმა), მამუკა გორგოძემ (ლელო) და გიორგი თხილაიშვილმა (ლელო) მოიპოვეს. ამ გამარჯვებით საქართველომ 4 ქულა მოაგროვა. ამავე ჯგუფში ხვალ არგენტინა ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო საქართველო შემდეგ შეხვედრას 25 სექტემბერს არგენტინასთან  გამართავს.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

ავტორი: ანა ჯიქია