|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამ თვეში ქვეყნიდან 21,4 მილიონი დოლარის ხილი და ბოსტნეული გავიდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის და თხილის ექსპორტმა 16,7 მილიონი დოლარი  შეადგინა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა. გასული წლის სამ თვეში ქვეყნიდან 21,4 მილიონის დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა.

$16,7 მილიონიან ექსპორტში პოზიციები ასე გადანაწილდა: თხილი- $8,0 მილიონი, ვაშლი $2,4 მილიონი, მანდარინი $1,9 მილიონი, ბანანი -$1,3მილიონი, ფისტა $1,2 მილიონი, ბერძნული თხილი $0,5 მილიონი. 

რაც შეეხება ბოსტნეულს, 2019 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან $4,3 მილიონის ღირებულების პროდუქტი გავიდა.

აქედან $0,6 მილიონი კარტოფილზე მოდის, $0,6 მილიონი კიტრზე, ხოლო $0,4 მილიონი ტომატებზე, დანარჩენი სხვა ბოსტნეულზე ნაწილდება. ზრდა 10,3%-ია.

 2018 წლის 3 თვეში ქვეყნიდან $3,9 მილიონის ბოსტნეული გავიდა.

 

იმედინიუსი

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა