|
  • EUR 1 = GEL 3.596
  • USD 1 = GEL 3.2816
|

"ბავშვებს ცოცხალი, ფერადოვანი ზღაპრები ყოველთვის სჭირდებათ" - "ბრემენელი მუსიკოსების" პრემიერა ქუთაისში

ქუთაისის მესხიშვილის თეარში მუსიკალური ზღაპრის "ბრემენელი მუსიკოსები" პრემიერა შედგა. 

სპექტაკლის რეჟისორის კახა გოგოლაშვილის თქმით, მხიარული  წარმოდგენის  პრემიერა  წინასაახალწლო პერიოდისათვის სპეციალურად არ დაუმთხვევიათ.  მისი თქმით,  ბავშვებს ცოცხალი, ფერადოვანი ზღაპრები ყოველთვის სჭირდებათ.  

"ცოტა უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო სპექტაკლის პრემიერა, მაგრამ გასტროლებისა და სხვა ამბების გამო თარიღმა გადაიწია. ბავშვებს ცოცხალი, ფერადოვანი, მხიალური ზღაპრები ყოველთვის სწირდებათ,  თან ეს ჩემი ბავშვობის მულტფილმი არის. წელს "ბრემენელ მუსიკოსებს" გადაღებიდან 50 წელი შეუსრულდა. იმ დროისათვის ეს მუსიკა, ეს ყველაფერი გარღვევა იყო დასავლეთისკენ. ამ სპექტაკლით მინდოდა, ბავშვებისათვის სიკეთესთან, კარგ მუსიკასთან შეხვედრა, ჩემი თაობისთვის კი ძველი, ნოსტალგიური დროის შეხსენება მომეწყო", - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

სპექტაკლში ტრუბადურის როლი იოანე იმედაძემ შეასრულა. მისი თქმით, ეს ზღაპარში მისი პირველი როლია, რასაც განსაკუთრებული მღელვარება ახლდა.  

მხიარულ ზღაპარში მესხიშვილის თეატრის მსახიობები გელა ებანოიძე, ნანცო ცხვირაშვლი, გოჩა ნემსიწვერიძე, იოანე იმედაძე, მაგდა ჩიხლაძე, გიგა მიქაძე, აბელ სოსელია, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე, ზაზა კილასონია, ნიკოლოზ ჯანგავაძე, ლელა ლომთაძე, კოტე რობაქიძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, გიორგი ქართველიშვილი მონაწილეობენ.

ტექსტის მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორი ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა - ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე - მაია კვიმსაძე.

 მაყურებელს საპრემიერო ჩვენების ნახვა 20 და 24 დეკემბერს შეეძლება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.83%
არა - 47.18%
არ იცი - 10.99%
სულ - 655 ხმა