|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კიდევ ერთ სასამართლო ორგანოს გავაშიშვლებთ-"ბუჩქების საქმეზე" ათასი ლარით დაჯარიმებული “გაბედეს” აქტივისტი

ბუჩქებზე ფოტოების დაკიდების გამო დაჯარიმებული “გაბედეს” აქტივისტი  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

გაგი ახალაძემ საჩივარი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. 

“გაბედეს” აქტივისტი ამბობს, რომ ის ქუთაისის მერის მიერ შეთითხნილი სამარცხვინო ბრალდების გამო დაჯარიმდა, რომელიც საქალაქო სასამართლომ “გააპრავა”.

“ქუთაისის მერის სამარცხვინო და კომიკური ბრალდება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გააპრავა.

ეს არის ახალგაზრდების დაშინების მცდელობა. დღეს ხელისუფლება ჯარიმებითა და დაპატიმრებებით გვებრძვის. საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა, თუმცა, დიდი იმედი არ გვაქვს,  რომ რაიმე შეიცვლება. კიდევ ერთ სასამართლო ორგანოს გავაშიშვლებთ და დავანახებთ საზოგადოებას, რომ ის ივანიშვილის ერთ-ერთ ორგანოდაა ქცეული,”-განაცხადა გაგი ახალაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი