|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

BUDE- კლუბური ცხოვრება ქუთაისში [VIDEO]

პატარა ქალაქის ყოველდღიურობის შეცვლას საკუთარი მუსიკით ცდილობენ. 2011 წელს დაარსებული პლატფორმა ძალებს ნელ-ნელა იკრებს. ელექტრონული მუსიკის გარშემო გაერთიანებული მეგობრები ცდილობენ სხვა ქლაბერებს გააგებინონ, რომ არსებობს კლუბი, გემოვნებიანი მუსიკით გართობითა და ახალი მეგობრებით. „ბუდე“, მათ პირად სამყაროს და შემოქმედებას აერთიანებს. მეგობრების მიერ წლების წინ ჩაფიქრებული პროექტის განხორციელება მარტივი არ აღმოჩნდა.

გეგმავენ ელექტრო მუსიკა ქუთაისში კომერციულადაც მომგებიანი გახადონ, იციან, რომ  ქალაქი ამისთვის ჯერ მზად არ არის, ამიტომ ცდილობენ სხვა ქალაქებიც ჩართონ. მათ ივენთებზე არა მხოლოდ ქუთაისელი, არამედ თბილისელი დიჯეების მოსმენაც არის შესაძლებელი.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი