|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცაგერში პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

ცაგერში მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს. პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატის ბესიკ ბენდელიას თქმით, მომხდარი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
დაზარალებული დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააზიანეს.
არსებული ინფორმაციით, გასროლა ე.წ მაყუჩიანი იარაღიდან მოხდა.
კანდიდატი პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
 ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს  პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.  მისი თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება "ქართული ოცნებას" , გენერალურ პროკურორსა და შსს მინისტრს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, მომხდარი ბენდელიანის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი