|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბოლო ერთ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ტიპის 130 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 12
კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები - 73
ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები - 34
თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - 11
აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი - 18
ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გრძელდება უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღება, რაც მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა