|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცენტრალურ გზებზე პრობლემები არ გვაქვს"

დიდთოვლობის გამო იმერეთის მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გზები ეტაპობრივად იწმინდება.

„ვერ გეტყვით, რომ ყველა სოფლის გზა ერთიანად გაიწმინდა, ამდენი ტრანსპორტი არ ყავს მუნიციპალიტეტებს, თუმცა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაძლოა, ვერ ხდება სოფლის შიდაგზების გაწმენდა, მაგრამ ცენტრალურ გზებზე პრობლემები არ გვაქვს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

იმერეთში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვის გამო გამოირთო რამდენიმე ფიდერი. გზების გაწმენდას ითხოვენ ქუთაისშიც, თუმცა მერიის ააიპში აცხადებენ, რომ გზები სისტემატიურად იწმინდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა