|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს რეკომენდაციით,258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვლეს

ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით, 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის გადათვლის დეტალური სტატისტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამუშავების შემდეგ საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი და ცესკო-ს ვებ-გვერდზე იქნება ატვირთული.

3 საარჩევნო ოლქში - დმანისში, წყალტუბოსა და მარტვილში ქვორუმი არ შედგა. შესაბამისად, აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ განხორციელდა.

 

 

121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა. მისივე თქმით, იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შემდეგ გამოვლინდა და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა.

„შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საკუთარი ინიციატივით საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.

საერთო ჯამში, 9 ოქტომბრამდე გადათვლილია 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდაც კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა.

9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე.

ამ დროისთვის, ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა