|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ჩაის" ხელშემწყობი პროგრამა ამოქმედდა

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის  "ქართული ჩაი" შესახებ  ინფორმაცია დაინტერესებულ საზოგადოებას  დღეს  ქუთაისში გააცნეს.  პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლიდან დაიწყო და მისი მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის  ეფექტურად გამოყენებაა. შეხვედრაზე, მეწარმეებს პროექტში მოხვედრის  შესარჩევ ეტაპებზე  ესაუბრეს.  

პროექტში მოსახვედრად ძირითადი ეტაპებია: საკუთარი საწარმოს ქონა, კომპანიას არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, უნდა ჰქონდეს  შემოსავალი, უნდა გააჩნდეს 5 -დან  40 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. ასევე მნიშვნელოვანია  აგროტექნოლოგიური  დასკვნა.  მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული.

 "სოფლის მეურნეობის პროექტების  მართვის სააგენტო სოფლის  მეურნეობის სააგენტოს ინიციატივით ახორციელებს პროგრამას "ქართული ჩაი". დღეს იმერეთის კოოპერატორებს და ფერმერებს გავაცანით პროგრამაში მოხვედრის შესაძლებლობები.  პლანტაციები საკმაოდ მოცულობითია იმერეთში და პლანტაციების რეაბილიტაცია საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ წარმოება. აღნიშნული პროექტი,   ფერმერებს  დაეხმარება  წარმოების მოცულობის გაზრდაში. შესაძლებელია იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის მოცულობის გაზრდა",–აღნიშნა  პროგრამის მენეჯერმა ლევან უროტაძემ.

პროექტი დადებითად შეაფასა იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძემ და აღნიშნა, რომ პროექტის ხელშეწყობა მოხდება.

"ადგილობრივ მეწარმეებს გავაცანით პროეტში მოხვედრის ძირითადი მოთხოვნები. იმედი მაქვს,   ბევრი ბენეფიციარი  დაფინანსდება და აღნიშნული პროექტი შემდეგი  წლისთვის უფრო მასშტაბური გახდება",–   განაცხადა ნადირაძემ.

იმერეთში რეგისტრირებულია 9 000  ჰექტარი ჩაის პლანტაცია.  აქედან პროექტის ფარგლებში  7000 ჰექტარის  რეაბილიტაცია მოხდება. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილია  3 500 000 ლარი. 

ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების პროგრამა „ქართული ჩაი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 15 იანვარს  დაამტკიცა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა