|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე, ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში - მიხეილ სააკაშვილი

 ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე, ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილება.

სააკაშვილი თქმით, მისი ჩამოსვლა " მომეტებული საფრთხის" წყაროა ოლიგარქ ივანიშვილისა და იმ ჩინოვნიკებისთის, რომლებმაც ხელფასები გაიზარდეს.

"გაიძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინაო, თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს აი,  ასე იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ  მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ! ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე, ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. 

ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს.. ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს. 

გამოაცხადეს, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყარო, ამიტომ ვინც ის შემოიყვანა, ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხე რა არის? - რადიაცია,  ატომური ბომბი და ასე შემდეგ. 

 მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ. 

 მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა, ჩინოვნიკებისთის, 7 ათასი ლარი აქვს თბილისის საკრებულოს თვმჯდომარეს, მაგალითად, ხელფასი. იყო ერთი თბილისის  საკრებულის თავმჯდომარე, რომელმაც შემდეგ ვარდების რევოლუციაშიც მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ხელფასი ქონდა 500 ლარი", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა