|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემს ჯინაზე დგამენ დროშას და 37 000 ლარს ხარჯავენ" - გოგი წულაია

"ჩემს ჯინაზე დგამენ დროშას და 37 000 ლარს ხარჯავენ"-ასე გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  ქუთაისში ყველაზე მაღალი დროშის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერს.

გოგი წულაიას განცხადებით, ქალაქში, სადაც არაფერი კეთდება და ადამიანები აღარ არიან, მერია გაუაზრებელ ხარჯს ეწევა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ საქმის კეთების ხარისხიდან გამომდინარე, სარისკოა, 46 მეტრი ლითონის განთავსება. 

"სისულელეა და საერთოდ, კანონი თუ წაუკითხავთ? ის დროშა რომ დაიხევა, გამოცვლა ჭირდება, რაის გამომცვლელები არიან,  მეტი საქმე არ აქვს ახლა ჭიღვარიას. სისულელეებს აკეთებს,  ჩემს ჯინაზე დგამენ, ვითომ დროშა დავკიდეთო. დაჩენჩილი რომ იქნება, მივადგები და ვიყვირებ - დროშას ვერ მოუარესთქო...  ქალაქი მკვდარია,  გზაზე ვერ გაივლი, წყლის ქცევებია, რა გააკეთეს,  ერთი პროექტი მაჩვენონ დასრულებული და ხარისხიანი, რას თავხედობენ, რა ღირს ბეტონი ამდენი, 37 000 ლარს რომ იხდიან? იმხელა ლითონს აყენებენ, მაგათი გაკეთებული რომ ვიცით, საშიშია, არ წაიქცეს და ვინმე არ შეიწიროს.  დგარი ნაჩუქარიაო, ჯერ ერთი, მაგიც საკითხავია, აჩუქეს, თუ რა მოხდა.  ძმა ძმას არაფერს ჩუქნის ამ ქვეყანაში ისე ვართ დაბოღმილები და ინდოელმა რატომ გაჩუქა,  ესე იგი, რაღაც გაუკეთე და სამაგიეროდ მოგცა.  არ დამაჯერონ ახლა, რომ ინდოელები, რომლებიც ფულის საშოვნელად არიან მოსულები, ქუთაისზე არიან გადარეულები.  რა დაუთმეს სანაცვლოდ მათ, მალე გამოჩნდება", -განაცხადა გოგი წულაიამ. 

მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა.  36 200 ლარად დროშის დგარი ნიკეაზე მოეწყობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა