"კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია " - კობა ნარჩემაშვილი
"კონსულტაციები თუ გაიმართება, მასში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას" - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ის არ ადასტურებს ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევაში მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მონაწილეობას. მისი თქმით, მსგავსი კონსულტაციები მასთან არავის გაუმართავს.
"თუ იქნება ასეთი ფორმატი შერჩეული და მერის კანდიდატურის შერჩევაში კონსულტაციები მაჟორიტარი დეპუტატებთან გაიმართება, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ მე, ზოგადად, მიმაჩნია, რომ მაჟორიტარის დანიშნულება არ არის ის, რომ საკადრო გადაწყვეტილებაში ჩაერიოს", - განუცხადა მან "ნიუპრესს".
ნარჩემაშვილი დადებითად აფასებს ქალაქის ამჟამინდელი მერის საქმიანობას და კითხვაზე, დაუჭრს თუ არა მხარს შოთა მურღულიას კანდიდატურას ქუთაისის მერის პოსტზე მეორე ვადით დასახელების შემთხვევაში, ამბობს, რომ მხარს დაუჭერს.
რას შეეხება მერობის მეორე შესაძლო კანდიდატურას, გიორგი ჭიღვარიას, დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გიორგი ჭიღვარია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და შესაბამისად, მისთვის მისი კანდიდატურაც მისაღები იქნება.
კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ქუთაისის #49 ოლქის დეპუტატია, პარლამენტში გია ჟორჟოლიანთან ერთად პარტია "სოციალ-დემოკრატებს" წარმოადგენს, თუმცა საპარლამენტი სიაში "ქართული ოცნების" სიით ირიცხებოდნენ.
ამ თემაზე: ქუთაისის მერის კანდიდატურას მაჟორიტარები ასახელებენ?
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















