|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში გადაიყვანეს

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში სასტუმროში გადაიყვანეს. მოქალაქეები სასტუმროში დილის ხუთი საათისთვის შევიდნენ და ამ დროისთვის იზოლირებული არიან. მათგან ორი არასრულწლოვანია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, მოქალაქეები კლინიკაში ორი კვირა დარჩებიან.

"მოყვანილია 23 ქალი, დედა ორი ბავშვით და რვა მამაკაცი, რადგან საავადმყოფოსთან არსებული სასტუმროა, მგონი, ამიტომ შეირჩა, რომ რამე სიმპტომი გამოუვლინდეთ, სწრაფად და დროულად მივეხმაროთ. ჩვენს კლინიკას აქვს ბოქსირებული და ორმაგი დაცვით პალატები. მოგვაწოდეს პროტოკოლები სამინისტროდან და ყველა წესი დაცულია. ეს პიროვნებები თვითონ ჩინეთშიც შემოწმდნენ და ჩვენთანაც აეროპორტში, ამ ეტაპზე რაიმე სიმპტომი არ აქვთ, მაგრამ ორკვირიანი კარანტინი მაინც არის გადაწყვეტილი. სამინისტროს მიერ შეირჩა ჩვენი კლინიკა"-განაცხადა მაია ხელაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა