|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ჯიანგუს პროვინციაში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

41 წლის მამაკაცს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში H10N3, იგივე ფრინველის გრიპი დაუდასტურდა. დაავადებული ჟენიანგის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 28 აპრილს მაღალი სიცხით და ვირუსისთვის სხვა დამახასიათებელი სიმპტომებით იქნა გადაყვანილი.

28 მაისს დადასტურდა, რომ მამაკაცი H10N3-ით არის ინფიცირებული, თუმცა როგორ და სად დაინფიცირდა ჩინეთის მოქალაქე არავინ იცის.

ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამ მსგავსი შტამით ეტაპისთვის სხვა ინფიცირებულებზე ინფორმაცია არ არსებობს.

ჩინეთის ნაციონალური ჯანდაცვის სააგენტოს განმარტებით, H10N3 - იგივე ქათმის გრიპი საშიში არ არის, მას დაბალი პათოგენებობა ახასიათებს და მისი დიდ მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე თითქმის არ არსებობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა