|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე იოანე ჟურნალისტებს - "თქვენ რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით?"

"მაინტერესებს, თქვენ რატომ არ მიმართავთ, პრეზიდენტის  შეწყალებასთან დაკავშირებით?" -მიმართა მეუფე იოანემ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავბშირებულ კითხვაზე პასუხად.

"მაინტერესებს, თქვენ რატომ არ მიმართავთ, პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით, მე რომ მაწუხებთ? ხომ ხართ მეხუთე ხელისუფლება?",-განაცხადა მეუფე იოანემ.

  ქუთათელ -გაენათელი მეუფის თქმით, ეკლესიამ უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს მიმართვა ძალაში რჩება და როდესაც დადგება ჟამი იმისა, რომ პრეზიდენტს შეეძლება ეკლესიის თხოვნის მიღება, ის ამას შეასრულებს. 

ქუთათელ -გაენათელმა მეუფე იოანემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათი მოთხოვნა ძალაშია და ეკლესიამ უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. 

 "ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის პასუხი მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ, ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებდი არავის ციხეში ყოფნას",-განაცხადა მეუფე იოანემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი