|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ არ ვართ ბრაკონიერები"-აქცია ქუთაისში

"ჩვენ არ ვართ ბრაკონიერები"-ამ სლოგანით მონადირეებმა ქუთაისში აქცია გამართეს. მერიის წინ შეკრებილები იმ ცვლილებათა პაკეტს აპროტესტებდნენ, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით კანონში შევა. ცვლილების თანახმად, სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება საქართველოში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებს ეძლევათ.

 ახალი რეგულაციების თანახმად, მონადირეებისთვის ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში  აკრძალულია.  მონადირე ვალდებული ხდება შეისწავლოს ცხოველების, ფრინველების და იარაღის დასახელებები, ასევე წარმოადგინოს ნადირობისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

იმ შემთხვევაში, თუ მონადირეები არ დაიცავენ ახალ რეგულაციებს, ისინი 100-დან 2 000 ათას ლარამდე თანხით  დაჯარიმდებიან.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, კანონი გამსჭვალულია იმ აზრით, რომ მონადირეებს რაც შეიძლება მეტი თანხა გამოსძალონ.

მონადირეები ხელისუფლებას სამონადირეო რეგულაციების შეცვლისაკენ მოუწოდებენ. მათ აქციის გასამართად პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა