|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა" - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა - განაცხადა  პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას. 

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს - ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

"მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი, სანდო არჩევანი," - განაცხადა მან.

ავტორი: ნიუპრესი