|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ ჟვანიას გავაძევებთ, სადაც ერის მოღალატეების ადგილია - ნიკა მელია

თამარ ჟვანიას არ უნდა ეპატიოს არჩევნების გაყალბება და მან აუცილებლად უნდა გაატაროს თუნდაც ერთი დღეს ციხეში. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, თამარ ჟვანიას ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი.

"ჩვენ თამარ ჟვანიას გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი. არასოდეს მისურვებია ვინმეს დაკავება, ყველა მენანება ციხისთვის, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი და ეს არ უნდა ეპატიოს. თუნდაც ერთი დღით, თუნდაც სამი დღე  აუცილებლად უნდა გაატაროს საპატიმროში, რომ ვერავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება" - განაცხადას ნიკა მელიამ.

 

მან  მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს, ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციების დროს დააკავეს. მისი თქმით,  ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მაგრამ ხალხს ვერ გააყალბებს.

 

"თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთი ხმა.  ეს ერთი ხმა წაგვართვეს და ნაგვის ურნაში გადააგდეს, მაგრამ ეს ერთი ხმა კვლავ ლაპარაკოს.  ეს ერთი ხმა აპროტესტებს რუსთველის გამზირზე, იქ სადაც გამოიჭედა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. რამდენიც უნდა დაგვვშალონ, კვლაც შევიკრიბებით უფრო ბევრი და ვიკრიბებით. რამდენჯერაც უნდა ეცადონ გაყალბებას, ჩვენ არ ვყალბდებით. ყალბდება ფურცელზე არჩევნების შედეგები, მაგრამ ხალხი არ ყალბდება. ხალხი რუსთაველის გამზირზე იდგება,  ვიდრე არ გავიმარკვებთ", -განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

 მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობაზე და აღნიშნა, რომ  ისინი  ერთიანები არიან თავიანთ  მრავალფეროვნებაში.  რაც შეეხება  მიმდინარე მოლაპარაკებებს, მელიამ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციები და მოლაპარაკება ერთი პროცესის შემადგენელი ნაწილებია. 

 შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა