|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს წინ წაიყვანს"

"ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში, ის იქნება პირველი ტესტი, სადაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს, - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისი თქმით, ”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო” მოახერხებს იმას, რომ საქართველო წაიყვანოს წინ და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს უკეთ.

”ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ არც მეორე, არც მესამე, არც მეხუთე, არც ოცდამეხუთე პოლიტიკური ძალა, ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს ამ ქვეყანაში მიზიდულობის ცენტრის შექმნას და რეალურად დაანახებს ჩვენს მოსახლეობას, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისი ცოდნით, თავისი კვალიფიკაციით, თავისი ინტელექტით, თავისი ენერგიით, თავისი მონდომებით მოახერხებს იმას, რომ საქართველო წაიყვანოს წინ და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს უკეთ.

ეს არის პოლიტიკაში ყოფნის მთავარი ამოცანა და ეს არის ის ამოცანა, რომლის გარშემოც გაერთიანებულია ჩვენი გუნდი.

ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნები იქნება ის პირველი ტესტი, სადაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს. ჩავალთ ყველა რაიონში, მივალთ ხალხთან და დავანახებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი სწორედ ადგილებიდან, რაიონებიდან უნდა დავიწყოთ, სოფლებიდან, იქიდან, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ავტორი: ნიუპრესი