|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენ ვართ სვანეთი“-ფოტოგამოფენა სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

„ჩვენ ვართ სვანეთი“-ასე ქვია გამოფენას, რომელიც სვანეთში მიმდინარე პროექტებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფიერებას ასახავს.  ფოტოები ესპანელმა ფოტოგრაფმა როზა ვრუმმა გადაიღო. მისი მიზანია, აჩვენოს სვანეთის მოსახლეობის ყოფა და არსებული მდგომარეობა.

„დღევანდელი გამოფენა ეძღვნება ჭუბერისა და ნაკრას თემებს და არამარტო მათ. ვინაიდან გამოფენის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფისა და იქ არსებული მდგომარეობის ჩვენება. ამ სოფლებში  ენერგეტიკის სამაინისტროს მიერ დაგეგმილია ჰესების მშენებლობა. მხოლოდ ზემოთ სვანეთში 35 ჰესის აშენება იგეგმება, რაც საფრთხის შემცველია.  ამ გამოფენის მიზანია, ადამიანებს გავაგებინოთ, ნესკრას უკან, არაა მხოლოდ პროექტია, არამედ არიან ადამიანები, ბიომრავალფეროვნება და გარემო, რომლის განადგურებაც არ შეიძლება“, -განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა.

ფოტოგამოფენა ევროპის რამდენიმე ქალაქში მოეწყო, ასევე  გაიმართა რუსთავში, თბილისსა და თეთრწყაროში.

 პროექტი დღეს ქუთაისში დასრულდება, სადაც დაგეგმილია მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ასახავს პროექტის მიმართ ადგილობრივთა დამოკიდებულებას. ფილმის ჩვენების შემდეგ კი გაიმართება დისკუსია ნენსკრა ჰესისა და რეგიონში დაგეგმილი 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანი ჰესის მიზანშეწონილობის თაობაზე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა