|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" -გამოფენა პარლამენტში

"ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს"  გამოფენას ამ სახელწოდებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლა და საინიციატივო ჯგუფი  გამართავს.  

გამოფენაზე  ძირითადად აფხაზეთის თემაზე  შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება. თუმცა  გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები შერეულ თემატიკაზე.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მიზანია დევნილობის და აფხაზეთის საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურება:

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბავშვები აღვზარდოთ მოქალაქეებად და მხატვრობა იქცეს მათი ღირებულებების გამოხატვის საშუალებად. ამასთან ჩვენი თაობის მთავარი ვალდებულებაა, არ მივცეთ დავიწყებას აფხაზეთი,  რომელიც არ გვინახავს, მაგრამ  მუდმივად გვქონდეს მისი დაბრუნების მოლოდინი",- განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა