|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენი ამოცანაა იმის დადგენა, თუ რა მოხდა პროკურატურაში -სერგი კაპანაძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არა დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა, თუ რა მოხდა პროკურატურაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 


„შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან. დაწყებული მირზა სუბელიანით და შოთაძით, ასევე კონკრეტული პირებით, ადვოკატებით და იმ პროკურორებით, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა, თუ რა მოხდა პროკურატურაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დეპუტატის  კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა