|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენი მისიაა, გადავაქციოთ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად - ანდრო ლოსაბერიძე

ჩვენი მისია არის გადავაქციოთ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად -  ამის შესახებ  "მესამე ძალა-სტარატეგია აღმაშენებელმა" ქუთასის  მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ განაცხადა. მან დღეს ქალაქის აღმშენებლობის გეგმები  მხარდამჭერებს  გააცნო.

ანდრო ლოსაბერიძემ ყურადღება ქუთაისში არსებულ სოციალურ საკითხებსა და ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა, ასევე პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"დღეს ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და იმის განცდა, რომ ქუთაისელი ადამიანი ვერ პოულობს საკუთარ ქალაქში რეალიზების საშუალებას. მათ შორის არის უზარმაზარი რიგები ავიასალაროების წინ. ჩვენი მისია არის გადავაქციოთ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად, რომ აქ ჩამოსული ადამიანები აღფრთოვანებული იყოს არამარტო წარსულის დიადი ძეგლებით, არამედ წარმატებული აწმყოს მოცემულობით,  იხილონ ადამიანები ბედნიერი სახეებით. ეს კი შესაძლებელია იმ პროგრამის განხორციელებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩევლებს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კიდევ ერთხელ მოვუწოფებ ამომრჩევლებს, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი"-განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა