|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენი მიზანია, ჩინეთში მეტი სტუდენტი გამოვაგზავნოთ"

პეკინის საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მიზანი ჩინეთში მეტი სტუდენტის გაგზავნაა. პრემიერმა ეს მას შემდეგ აღნიშნა, რაც შეკითხვა საქართველოდან წასულმა სტუდენტმა, ილკინ ბახტიაროვმა დაუსვა: "მე როგორც ქართველ სტუდნეტს, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ჩინეთსა და საქართველოს განათლების სამინისტროებს შორის? "  - კითხვაზე პრემიერმა უპასუხა: „ჩვენი მიზანია ჩინეთში მეტი სტუდენტი გამოვაგზავნოთ, ჩვენ შეგვიძლია სტუდენტური გაცვლითი პროგრამებში ვითანამშრომლოთ, გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვამტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება ჩინური ენის მცოდნე მეტი ქართველი. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს, როცა აქ დავბრუნდები, მეტი ქართველი სტუდენტი დამხვდება,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შესაბამისად, გამორიცხული არ არის  განათლების სამინისტრომ სპეციალური პროგრამა შეიმუშაოს, რათა საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა უფრო გააქტიურდეს. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა