|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბოლო 25 წლის განმავლობაში ქუთაისში ახალი ბაღი პირველად აშენდა"

გასულ წელს დაწყებული ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა. ავანგარდისა და ავტოქარხნის დასახლებებში საბავშვო ბაღები დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ბავშვებსა და მშობლებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

"ორი ახალი ბაღი შეემატა ჩვენს ბაღებს, რაც წინგადადგმული ნაბიჯია და ნამდვილად მეტყველებს, რომ საჭიროა ახალი ბაღების მშენებლობა, რადგან ბავშვებს უკეთესი პირობა შევუქმნათ, ამისათვის  სამი მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, ორჯერადი  კვება სამჯერადი გავხადეთ, დავამატეთ ორი ცვლის პედაგოგები და მთავარი დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა",–განაცხადა შოთა მურღულიამ.

აღსაზრდელებსა და მშობლებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა  იმერეთის გუბერნატორმა მიულოცა. გივი ჭიჭინაძის განცხადებით, წლევანდელი წელი იმერეთში საბავშვო ბაღების წლად არის გამოცხადებული, რისი თვალსაჩინო მაგალითიც დღევანდელი ღონისძიებებია.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ქუთაისში ახალი ბაღი პირველად აშენდა, რისთვისაც

946 542 ლარი დაიხარჯა.  ბაღები 150–140 ბავშვზეა გათვლილი. მოეწყო შიდა და გარეინტერიერი. ბაღებში რეგისტრაცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და პრიორიტეტი ადგილობრივ აღსაზრდელებს მიენიჭებათ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა