|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი სახელით ხელფასი სხვა პარტიის წევრებს არ უნდა ერიცხებოდეთ"-გია უკლება

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის  ორგანიზაციის წევრები  ყოფილ თანაგუნდელებს საკრებულოში  ფრაქციის დატოვებისაკენ მოუწოდებენ.

 გია უკლებას განცხადებით, გიგი წერეთლის მამის პარტიაში გადასულებს, არ აქვთ უფლება იყვნენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„მოვუწოდებთ მათ დატოვონ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ჩვენი პარტიის სახელით ხელფასი სხვა პარტიის წევრებს  არ უნდა ერიცხებოდეთ“, -განაცხადა გია უკლებამ.

იმ შემთხვევაში თუ "ევროპულ საქართველოში" გადასული დეპუტატები ფრაქციას დატოვებენ,  ქუთაისის საკრებულოს ფრაქციას „ნაციონალურ მოძრაობა“ დაშლა ემუქრება.   როგორც  ფრაქციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძემ განაცხადა,   საპასუხო განცხადებას ბრიფინგზე გააკეთებს. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი