|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ტექნოს პიონერებს ქუთაისიდან"- ქუთაისელი დიჯეები ბერლინში მიიწვიეს

ქუთაისელი დიჯეები ბერლინში მიემგზავრებიან. კლუბ "ბუდეს" წევრები ოფიციალური მიწვევით გერმანიაში პირველად დაუკრავენ.  ვიზიტის ხარჯებს მთლიანად გერმანული მხარე ფარავს. 

"მიუხედავად დიდი მანძილისა, ჩვენს შორის კარგი მეგობრობა შედგა და ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ "ტექნოს" პიონერებს ქუთაისიდან. ეს უბრალო სიტყვები არ არის, ქუთაისი დღეს ამ სუბ-კულტურის დასაწყისშია და ჩვენ, RAGNARØK-ის დიჯეები ყოველ ჯერზე მოხარულები ვართ, წარვადგინოთ ჩვენი მუსიკა და გავერთოთ იქაურ მსმენელთან ერთად.
ქუთაისიდან BUDE Records-ის არტისტებს ჩამოყვებათ 20 კაცამდე გულშემატკივრთა ჯგუფი, რომლებიც მხარს დაუჭერენ თავიანთ საყვარელ დიჯეებს.
ჩვენ ყველა ერთად გადავეშვებით ბერლინური ტექნოს მორევში", - წერია კლუბ რაგნაროკის განცხადებაში. 

როგორც ზაზა ფანჩულიძე [დიჯეი ზაპა] განმარტავს, ბერლინში კლუბ "რიტერ ბიზკეში" სამი დიჯეი დაუკრავს, ესენია: ორიმ, ზაპა და გიორგი დალაქიშვილი. მისი თქმით, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ გერმანელ დიჯეებთან.

"ბუდეს" რეზიდენტები პირველად,  ოფიციალური მიწვევით კლუბ "რიტერ ბუზკეში" დავუკრავთ.  ათასხუთასი ადამიანზე გათვლილი კლუბია. აქტიურად ვთანაშრომლობთ "რაგნაროკთან", ხშირად გვსტუმრობენ. ახლა მათ მიგვიწვიეს.  4 ოქტომბერს გავემგზავრებით, ეს არის სამდღიანი ვიზიტი. ოთხი დენსორიდან ერთი იქნება  "ბუდეს" სახელობის და ჩვენი დიჯეები დაუკრავენ ამ დენსორზე. აქამდე მე  ვუკრავდი ამ კლუბში, მაგრამ ერთობლივად პირველად მივდივართ. სამომავლოდ გვაქვს ბევრი შემოთავაზება და აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს ზაზა ფანჩულიძე.

მისი თქმით, ოქტომბერში "ბუდე" ახალ სეზონს ხსნის.

"ოქტომბერში სეზონის გახსნა. ბევრი საინტერესო სიურპრიზი გვექნება, ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, გვეყოლებიან მოწვეული დიჯეები"-განაცხადა ზაზა ფანჩულიძემ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა