|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოეტ და ჟურნალისტს ცირა შალაშვილს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია გადაეცა

საქართველოს მწერალთა ეროვნულმა კავშირმა ქუთაისელი პოეტი და ჟურნალისტი ცირა შალაშვილი აკაკი წერეთლის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. 

 ცირა შალაშვილის შემოქმედებითი საღამო მწერალთა ეროვნულ კავშირში 17 ოქტომბერს გაიმართა.  

 "მე დავინახე, როგორ სწყურიათ ადამიანებს სადღაც მიმალული თუ მიჩქმალული სასიკეთო ურთიერთობები, როგორ არიან შინაგანად მზად, იგრძნონ, განიცადონ, ისე ამაღლდნენ, როგორც შეუძლია პოეზიას, მუსიკას, ხელოვნებას საერთოდ! მადლობა პოეზიას, მადლობა მწერალთა კავშირს, საღამოს ყველა მონაწილეს, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით, ჩემი რჩეული ტკივილების გამოფენაზე!"-აცხადებს პოეტი.

 არაერთი წიგნისა და პოეტური კრებულის ავტორი ცირა შალაშვილი ქუთაისის საპატიო მოქალაქეა. ის არის  ასევე ღირსების ორდენის და  ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის პრემიის ლაურეატი.

 

ავტორი: ნიუპრესი