|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცოტნე ზურაბიანი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა (R)

10-წლიანი შესვენების შემდეგ, წყალტუბოში პროგრამა "ახალგაზრდული პარლამენტი" განახლდა. ახალგაზრდულ პარლამენტი წყალტუბოს ყველა თემიდან ახალგაზრდებით, წარჩინებული მოსწავლეებითა და სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. პირველი შეხვედრა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული პარლამენტის ყოფილ წევრებთან გაიმართა. მათ შორის იყო "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანიც. "ჩემს დროს ახალგაზრდული პარლამენტი იყო ძალიან აქტიური. სკოლის დატვირთულ რეჟიმთან ერთად, ბევრ საინტერესო პროგრამას ვახორციელებდით. პარლამენტში ყოფნის პერიოდმა მომცა ის უნარ–ჩვევები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარლამენტი იქნება უკეთესი, ვიდრე ჩვენი იყო წლების წინ“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა. პროგრამის "ახალგაზრდული პარლამენტი" მიზანია ახალგაზრდებისთვის დემოკრტიული ფასეულობების ჩამოყალიბება, ლიდერის თვისებების გამომუშავება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გამართავენ საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს წყალტუბოს მასშტაბით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა