|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაარეგულირე სიცოცხლისთვის" - ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე აქცია-მსვლელობა გაიმართა

"დაარეგულირე სიცოცხლისთვის" - ამ მოწოდებით ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე აქცია-მსვლელობა მოეწყო. მოქალაქეებმა ამ ფორმით გზის ამ მონაკვეთზე ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟება მოითხოვეს. მათი თქმით, გზაზე კამერების არარსებობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ფატალურად მთავრდება.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით უკვე მზადაა განცხადება, რომელსაც შესაბამის უწყებებს წარუდგენენ.

"ამ ქალაქებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის დანაკლისი, რაც გავიღეთ ბოლო წლების განმავლობაში. არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა ამ გზაზე. განსაკუთრებით ტრაგიკულია ბოლო შემთხვევა, როდესაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, ამიტომ მოვითხოვთ გზაზე კამერების დამონტაჟებას, ან პატრულმა იმოძრაოს ხშირად, რომ არ მოხდეს ასეთი ფაქტები. განცხადება გვაქვს მომზადებული და შევიტანთ ყველა უწყებაში, რომლის კომპეტენციაცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება"-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

გზაზე ავტომობილებით მსვლელობა მოეწყო, აქციის მონაწილეებმა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ყვავილები მიიტანეს და განცხადება წაიკითხეს.

 

 

 

"ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე დაღუპულთა და დაშავებულთა სია ძალიან გრძელია"

ქუთაისი-წყალტუბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა