|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უნდა ვიცოდეთ და რამდენად ვართ დაცული ახალი ვირუსისაგან?

საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა დაავადების გავრცელების საზღვრები თანდათან გვიახლოვდება.   არიან თუ არა მზადყოდნაში  შესაბამისი სამსახურები და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ, ამის  შესახებ "ნიუპრესი" დაავადებათა  კონტროლის რეგიონული ცენტრის დირექტორი გოჩა  გიორგიძეს ესაუბრა.

 -ყველაფერს ვაკეთებთ, აეროპორტში კონტროლი გამკაცრებულია. აეროპორტებში არის საგანგებო სიტუაციების სამსახური პასუხისმგებელი და ჰყავთ ეპიდემიოლოგები ადგილზე. ყველა ჩამოსული მგზავრი, რომელიც ჩამოდის დაზარალებული რეგიონებიდან, აღირიცხება, ტემპერატურული კონტროლი კეთდება. თუ არის ტემპერატურა, კეთდება შემდეგი ეპიდმეთვალყურეობა,  თუ არ არის ტემპერატურა, მაგრამ არის იმ რეგიონიდან, მაინც ხდება მათზე ინფორმაციის მიწოდება, თვითიზოლაცია როგორ უნდა განახორციელონ.  კონტროლდება ყველა ის ობიექტი, სადაც ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები გვყავს.

ამის პარალელურად მაქსიმალური ინფორმირებულობაა მთელი სისტემის, საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობების. ყოველდღიური მეთვალყურეობაა ყველა იმ ობიექტის, სადაც ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები გვყავს. სადაც არის სახმელეთო საზღვარი ჩვენს მეზობელ რეგიონებთა,ნ იქ უკვე სტრანსპორტო საშუალებების მონიტორინგიც ხორციელდება.

-მედიკოსები რამდენად არიან მზად ახალ ვირუსთან ურთიერთობისათვის?

-ახალ ვირუსთან დაკავშირებით მომზადებულია ვიდეო ლექციები თბილისის ინფექციური სავადმყოფოს გენეალური დირექტორის  თენგიზ ცერცვაძის მიერ, არსებობს სარეკომენდაციო პროტოკოლები, გაიდლაინები, რომელიც მიეწოდა აბსოლუტურად ყველა სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებებს. ამ დროისათვისაც  მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ეპიდომიოლოგებისათვის.

რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ პრევენციისათვის?

-მოსახლეობამ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს და გაატაროს იგივე პროფილაქტიკური ღონისძიებები, რასაც ვატარებთ მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს, როგორიცაა, გრიპი, დაიცვან პირადი ჰიგიენა, ხშირად დაიბანონ ხელები. ხშირად გაანიავონ სივრცეები, გამოიყენონ ხელის სადეზინფექციო საშუალებები. თავი აარიდონ იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც დაფიქსირებულია დაავადებების შემთხვევები. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა