|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ ქუთაისიდან და თბილისიდან იფრენს

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს იტალიისა და საფრანგეთის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა