|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტი განიხილავს

 კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით არის წარმოდგენილი და  დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს.

პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შევიდა და განსახილველ საკითხებს აღნიშნული კანონპროექტი დაემატა.

დაგროვებითი პენსიის  შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს თვით უმრავლესობის წევრთა შორისაც.  ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ დაგროვებითი პენსიის  შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ფინანსური რეფორმის კუთხით, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს. 

კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.

კანონპროეტქის თანახმად, დაგროვებით პენსიას შეხება არ აქვს  სახელმწიფო პენსიასა და კომპენსაციის უზრუნველყოფასთან.  აღნიშნული კანონი გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაქმებულია სამოქალაქო და შრომის (საქართველოს ან უცხო ქვეყნის)კანონმდებლობებით დადგენილი წესით, ან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არიან საწარმოს, ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, ან ასრულებენ ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში სამსახურთან. კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა; განისაზღვრება სსიპ საპენსიო სააგენტოს შექმნისა დასაქმიანობის წესები, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები; კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტასა დააღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა