|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაგვიანდა ან გადაიდო ფრენა? "flyhelp –ი" 600 ევრომდე კომპენსაციის მოპოვებაში იმერეთიდან წასულ მგზავრებს დაეხმარება [R]

 თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხარვეზული მოგზაურობა თავისუფლად აქციოთ  ფულად კომპენსაციად - 250 ევროდან 600 ევროს ოდენობით.  ამაში მოგზაურებს სააგენტო flyhelp ეხმარება, რომელიც სამი წელია უკვე საქართველოში მგზავრთა უფლებებს იცავს.

 

2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა. იმის მიუხედავად, რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნამ  ფრენა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ბიუჯეტური, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის კი, ამავდროულად, გეოგრაფიულადაც მოსახერხებელი გახადა, ყოველდღიური გადაადგილება ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ სირთულეებთან არის დაკავშირებული და დროის დიდ რესურსს მოითხოვს. როგორც წესი, იურიდიული მომსახურება კომპანიაში (ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე) ადგილზე მისვლასთან, დოკუმენტების შეგროვებასთან და სხვა პროცედურებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ამ შემთხვევაში, პროცედურა, რომელიც კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად უნდა გაიაროთ, მარტივია და განსაკუთრებით მოსახერხებელი, სწორედ, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის არის, რადგან კომპანია მომხმარებლებს მომსახურებას ონლაინ სთავაზობს.  როგორც flyhelp- ის დამფუძნებლები აღნიშნავენ, სააგენტოს აქტიურად მიმართავენ დაზარალებული მოგზაურები როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდანაც. ამ დროისთვის კომპანიას 5000 მგზავრისთვის აქვს სერვისი გაწეული და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია აქვს გაცემული.  

 

სააგენტოს შექმნის იდეა ვახტანგ ფარცხალაძეს და მის მეგობარს პირადი, არასასიამოვნო გამოცდილების მიღების შემდეგ გაუჩნდათ - ყველაფერი  2017 წელს დაიწყო, როცა ვახტანგ ფარცხალაძეს ერთ-ერთ ავია ხაზზე ბარგი დაუზიანეს.

ავია კომპანიისგან კომპენსაციაზე უარი მივიღე. იმდენად ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი იყო ნივთი, რომელიც დაზიანდა, რომ უარის შემდეგ მოქმედ რეგულაციებში გარკვევა დავიწყე. შემდეგ ხელახლა შევადგინე სარჩელი და მოთხოვნა დამიკმაყოფილეს. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ მოთხოვნას, რომელიც იურიდიულად გამყარებული არ არის, ავიახაზები ბლოკავენ და არ აკმაყოფილებენ,- გვიყვება ვახტანგ ფარცხალაძე.

 

ვახტანგ ფარცხალაძე ახლა თავის მეგობარ მიხეილ ჭანტურიასთან ერთად flyhelp-ის დამფუძნებელია. მეგობრებს იურიდიული განათლება გერმანიაში აქვთ მიღებული.

ვნახეთ, რომ ეს მიმართულება მუშაობდა და შესაძლებელი იყო ეს სერვისი გაგვეცნო ქართველი მომხმარებლისთვის, რათა მათაც ესარგებლათ ევროპული კანონმდებლობით. გვინდოდა მოგვეხერხებინა ისე, რომ ყველას გვცოდნოდა ჩვენი უფლებების შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ეს სერვისი  და საკმაოდ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ,- ამბობს მიხეილ ჭანტურია.

ამ დროისთვის კომპანიას 5000 მგზავრისთვის აქვს სერვისი გაწეული და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია აქვს გაცემული.

 

იმ მიზეზებს შორის, რისთვისაც ჩვენი მომხმარებლები კომპენსაციას იღებენ, ყველაზე ხშირია რეისის დაგვიანება და გაუქმება, შემდეგ მოდის ხომალდზე არდაშვება და ბარგი.  რაც შეეხება საინტერესო ქეისებს, მახსენდება შემთხვევა, როცა თურქეთის ავია ხაზით ოჯახი (5 პირი) მგზავრობდა და რეისმა დაიგვიანა. სამ პირს ავია ხაზმა კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა, დანარჩენ ორს კი უარი ეთქვა. ჩვენ  სამოქალაქო სასამართლოს მივმართეთ და გავიმარჯვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მგზავრისთვის არის ის, რომ მთელი პროცესის დელეგირებას აკეთებს ჩვენზე და დროის და რესურსის ხარჯვა თვითონ არ უწევს. რიგით მოქალაქეს, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, საკმაოდ გაუძნელდება, რომ გაუძღვეს მთელ ამ პროცესს. ჩვენ დაზარალებულ მგზავრს სრულ სერვისს ვაწვდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკავებთ საკომისიოს, როცა წარმატებას ვაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრი არაფერს იხდის,- ამბობს ვახტანგ ფარცხალაძე

 

Flyhelp ევროპული დავების 5 ყველაზე მსხვილ სააგენტოსთან ერთად  ევროპის დავების სააგენტოების გაერთიანებაშიცაა გაწევრიანებული. ამ პლატფორმის საშუალებით კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩართულნი იყვნენ იმ კანონმდებლობის დახვეწაში, რომელიც ავიამგზავრების უფლებებს ეხება და ევროპარლამენტში ან ევროკომისიაში განიხილება.

ავიამგზავრების უფლებების დაცვას ევრორეგულაცია ავალდებულებას. ასევე გამოცემულია ევროკომისიის მიერ დირექტივები, რომელიც ადგენს, რომ 250 -დან 600-მდე ევროს ოდენობით კომპენსაცია ეკუთვნის მგზავრს, რომლის რეისი გაუქმდება ან დანიშნულების ადგილას  3 საათზე მეტის დაგვიანებით ჩავა, ასევე, მგზავრს, რომელიც ბორტზე არ დაიშვება.

საქართველომ ეს ევრო რეგულაცია მიიღო, მაგრამ არ შეგვიტანია მასში ცვლილებები, რომელიც რეისის დაგვიანებას ეხება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ხელ- ფეხს გვიკრავს, რადგან დაგვიანებაზე კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებლია იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მოფრინავს ევროკავშირის ქვეყნიდან, ნებისმიერი მესამე ქვეყნის მიმართულებით ან პირიქით, მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, მხოლოდ ევროპული ავია ხაზით. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და  ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა,-ამბობს მიხეილ ჭანტურია.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, როგორც ჭანტურია ამბობსწარმატების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. „დაახლოებით 10 - დან 9 საქმეს ვიგებთ, ამიტომ მგზავრების უმეტესობა ვინც მოგვმართავს, კმაყოფილია მომსახურებით,- ამბობს ჭანტურია.

კომპანია წარმატებით ემსახურება მგზავრებს პანდემიის პერიოდშიც. ამ პერიოდში ძირითადად, flyhepl-  გაუქმებული ბილეთების ღირებულების უკან დაბრუნების უზრუნველყოფისთვის მიმართავენ. როგორც აღმოჩნდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების კუთხით, ლიდერები დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არიან. კანონის მიხედვით, ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანიამ თანხა 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

 

ავიაკომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ მგზავრს დაუბრუნონ ბილეთში გადახდილი თანხა ან შესთავაზონ ალტერნატიული ფრენა. ძირითადი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით იკვეთება, არის ისრომ ავიახაზები ცდილობენ, თანხა არ დაუბრუნონ მგზავრს და ისეთ დროს შესთავაზონ ალტერნატიული მარშრუტი, როცა მგზავრს ეს არ აწყობს. ჩვენ გვესმის, რომ განსაკუთრებული ვითარებაა ავიახაზებისთვის და მათი ინტერესიც გასათვალისწინებელია, მაგრამ არ შეიძლება ეს მოხდეს მგზავრთა უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე,- აცხადებს ვახტანგ ფარცხალაძე.

იმისთვის, რომ დაზარალებულმა მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს, მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო - უნდა შეავსოს განაცხადი ვებ-გვერდზე, რომლის გაგზავნისთანავე, მინდობილობას მიიღებს. ამის შემდეგ მინდობილობის ამობეჭდვა და ხელმოწერილის მეილით კომპანიისთვის გაგზავნაა საჭირო, დანარჩენზე უკვე კომპანია ზრუნავს.

დეტალური ინფორმაციის, კომპენსაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის  გვერდს: 

https://www.facebook.com/GetCompensationNow/

 

ასევე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერს, ნათია ბედენაშვილს ტელეფონზე: 599240008

ავტორი: ნიუპრესი