|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დანაშაულის ჩამდენს ათამამებს ის, რომ ციხეში გაცილებით კარგი პირობები ხვდებათ-ალეკო ახალაძე

ადამიანმა სისხლის სამართლის დანაშაული რომ ჩაიდონოს,  განპირობებულია იმითაც, რომ ციხეში თუ წავლენ, მათ გაცილებით კარგი პირობები ხვდებათ, ვიდრე "ნაცების დროს-ამგავრად აფასებს ქუთაისის საკრებულოს წევრი ქვეყანაში არსებულ კრინალურ მდგომარეობას. როგორც მან ტელეკომპანია "მეგას" ეთერში განაცხადა, ახლა ციხეებში კარგი პირობებია, რამაც პოტენციური დამნაშავეები წაახალისა.
 
 "ის, რომ გარკვეულწილად, უფრო თამამად შეუძლია ადამიანმა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდონოს, ეს განპირობებულია იმითაც, რომ ციხეში თუ წავლენ, მათ გაცილებით კარგი პირობები ხვდებათ, ვიდრე "ნაცების" დროს. "ნაცების" დროს თუ ციხეში წავიდოდა, იცოდა, რა ელოდა პოტენციურ დამნაშავეს. ელოდა ცოცხი, გაუპატიურება, შეურაცხყოფა. ცდილობდნენ, ამ კუთხით არ შესულიყვნენ კონფლიქტში. ციხეში საკითხების მოწესრიგებამ აქეთ ცოტა წაათამამა. ის ხომ მოვაწესრიგეთ, ახლა, აქ უნდა ცოტა გამკაცრება გარკვეულ საკითხებს, რომ ეს არ იყოს წამქეზებლური. დანაშაულის ჩამდენს ათამამებს ის პორობები და ის უშვებს შეცდომებს", - განაცხადა ალეკო ახალაძემ.
 
ალეკო ახალაძე, ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მისი ინფორმაციით, პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა