|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება „ტორპედოს“ ბაზაზე (ვიდეო)

ხმაური იყო დღეს დილით საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბაზაზე. სიტყვიერი  დაპირისპირება ბაზაზე არსებულ საჩოგბურთო კლუბ „ჰოვერ ჰეტი“-ის ხელმძღვანელს ვალერი მელაძესა და „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორის ზურაბ ჩაკვეტაძეს შორის მოხდა.

საქმე ეხება „ტორპედოს“ ბაზაზე არსებულ საჩოგბურთო კორტებს. ვალერი მელაძის განცხადებით, „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას კორტების  ფეხბურთელთა სავარჯოშო მოედნებად გადაკეთება სურს. 

„ვისოლის“ ხელმძღვანელობამ სამი წლის წინ შეომთავაზა ჩამოვსულიყავი საქართველოში და ქუთაისში საჩოგბურთო სკოლის განვითარებას ჩავდგომოდი სათავეში. დავთანხმდი, მაგრამ კომპანიის წასვლის შემდეგ, ბოლო ერთი წელია, რაც ჩვენს მიმართ შემოტევები გაძლიერდა. მეუბნებიან, რომ დაბტოვო ტერიტორია, ბავშვები კი სხვა კლუბებში გავუშვა. ჩემი ხელით მოვაწესრიგე ყველაფერი, დავაინტერესე ბავშვები ამ სპორტით და ახლა როგორ გავუშვა?  ჩვენ ვითხოვთ, მერიამ მოგვცეს უფლება საჩოგბურთო კლუბი ცალკე სუბიექტად ჩამოვაყალიბოთ“-განაცხადა ვალერი მელაძემ.

თივის მხრივ „ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მელაძე უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა. ზურაბ ჩაკვეტაძის განცხადებით, მელაძე საქმიანობას კანონის გვედის ავლით ახორციელებდა, კრებდა თახებს ბავშვებში და არ იხდიდა გადასახადებს.

„ეს არის კლუბის ტერიტორია. ჩვენ დაავიწყეთ აქტიურად ჩვენი მოედნების ათვისება, რომ მეტი დატვირთვა ჰქონდეთ. ბატონი ვალერი მელაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ მის გაძევებას ვცდილობდით. არაერთხელ მივმართეთ მოსულიყო ჩვენთან, რომ შევთანხმებულიყავით, მაგრამ არ მოვიდა.  დღეს შოუ მოაწყო, თითქოს არასწორად ვიქცევით.  ეს ჩვენი ტერიტორიაა, ყველა კომუნალურ გადასახადს ჩვენ ვიხდით, თავად კი ბავშვებისგან თანხებს იღებს.  ჩვენ არ ვეუბნებით, რომ წავიდეს და ბავშვები გაუშვას,  ვთავაზობთ დავაკანონოთ ყველაფერი“-განაცხადა ზურაბ ჩაკვეტაძემ.

კითხვაზე-თუ იცოდა, რომ მელაძე კანონდარღვევას ჩადიოდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცველებს, გვპასუხობს, რომ  მოლაპარაკებით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას.

შეგახსენებთ, რომ "ვისოლის" წასვლის შემდეგ "ტორპედოზე" ზრუნვა ქუთაისის მერიამ დაიწყო. 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა