|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დარბევაში მმართველი პარტის წევრები, მერიის და ააიპების თანამშრომლები მონაწილეობდნენ"

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" გუშინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ოპოზიციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანების ფოტოები და ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც, მათი თქმით, ოპოზიციის დარბევაში მონაწილოებდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელის ანდრო მაღლაკელიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან არა მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, არამედ მმართველი პარტის წევრები და მერიის და ააიპების თანამშრომლები იყვნენ.
"გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის კონსერვაციის დაწყების შესახებ, ეს საბოლოდ კლავს ქუთაისს. ამიტომ პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან გააპროტესტეს, სადაც სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. ამის შემდეგ სპეცრაზმელების მიერ დაგეშილები მოვარდნენ ოპოზიციის ოფისებთან, მთვრალები გამოხატავდნენ აგრესიას. ბევრს არ ქონდა სურვილი იქ ყოფნის, მაგრამ იყო მოთხოვნა და გამოახატებს პროტსტი. ხელისუფლებამ ოპოზიციას მოუწყო პროტესტი. ესენი იყვნე ს სააჯრო მოხელეები, ბაღების გამგეებ, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეები, აქ არ იყვნენ ადამიანები მოსული პირადი გაბრაზებით, არამედ იყვენენ მოსული, რომელთაც ფულს უხდიან. ვერავინ დაგვაშინებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ წავა, არ გავჩერდებით"-განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, "მხარდამჭერების" მობილიზება ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა მოახდინა, დარბევაში მონაწილეობდნენ მამუკა მღვდელაძე, მერიის სპორტის ააიპის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ცხვედიანი მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, თამთა ბაკურაძე ქუთაისის მერიის ააიპ მადლიერების სახლის ხელმძღვანელი. დავით ახრახაძე ვეტერანთა დეპარტამენტის იმერეთის განყოფილების ხელმძღვანელი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა