|
  • EUR 1 = GEL 3.4477
  • USD 1 = GEL 3.0532
|

„სლოგანი "დარჩი სახლში„ შერბილდა და ჩვენ ვცვლით მას მეორე სლოგანით" - ამირან გამყრელიძე

სლოგანი „დარჩი სახლში„ შერბილდა და ჩვენ ვცვლით მას მეორე სლოგანით „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არ შევიქმნათ ილუზია, რომ ჩვენ კორონავირუსი საბოლოოდ დავამარცხეთ. 

"ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად. ის რეკომენდაციები, რაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ რჩება, ყველამ ისევ და ისევ უნდა დავიცვათ. ანუ, უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტად ფრთხილები. დავიცვათ სოციალური დისტანცია. თავი ავარიდოთ და არ მოვაწყოთ დიდი თავშეყრები. დახურულ შენობებში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ პირბადე. ასევე ათი ადამიანი თუ ვიკრიბებით, თუნდაც გარეთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს პირბადე. დიდი მნშვნელობა აქვს, მაღაზიებში შესვლისას დისტანცირების დაცვას, მანქანებში იმდენი ადამიანის ყოფნას რაც რეკომენდებულია. სლოგანი „დარჩი სახლში„ შერბილდა და ჩვენ ვცვლით მას მეორე სლოგანით „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან““, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 57.14%
უარყოფითად - 40.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 2.38%
სულ - 42 ხმა