|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას"

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას,-პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ რეალურად  ერთადერთი ძალაა, რომელსაც  ქვეყანაში არსებული  პრობლემების მოგვარება შეუძლია.

„ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინეთ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით,  უამრავი რეფორმა, პროექტი განხორციელდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ბევრი პრობლემაა.

„ ვფიქრობ, პარტია „ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენი გამარჯვება- ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა“,-აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:  გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე,კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობალურსმანაშვილი და გია მიქელაძე. 

(R)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა